სამართალი


14:30 საათზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი
დღეს ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რაც ეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, თბილისის დროით 14:30 საათზე გახდება ცნობილი.
შს ყოფილი მინისტრის ადვოკატის, პარლამენტარ ოთო კახიძის ინფორმაციით, იქნება განხილული ევროკონვენციის მე-18 მუხლი, რომლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს გამოაცხადებენ პოლიტიკურ პატიმრად.
„დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა სტრასბურგში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საქმე ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რომლის დარღვევაც მე-5 მუხლთან ერთად ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებლის პოლიტიკური მიზნით პატიმრობას.
მერაბიშვილმა გასული წლის ივნისში სასამართლოს სექციის დონეზე მოიგო ეს საქმე, მაგრამ მთავრობამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა დიდ პალატაში.
სექციის დონეზე აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები (სულ 6 სასამართლოს ისტორიაში) შეეხებათ ისეთ ცნობილ პოლიტიკურ პატიმრებს, როგორებიც არიან, მაგალითად, იულია ტიმოშენკო (უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა ოპოზიციის ლიდერი) და იური ლუცენკო (ყოფილი შს მინისტრი და ახლა გენერალური პროკურორი). ისინი იანუკოვიჩმა ჩასვა ციხეში, პატიმრობის რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივაცია იყო.
სტრასბურგის დიდ პალატას ჯერ არ უმსჯელია მე-18 მუხლის შესახებ, მერაბიშვილის საქმე ამ მხრივ პირველი იქნება.
გადაწყვეტილება გამოცხადდება თბილისის დროით დღის სამის ნახევარზე“, - წერია კახიძის ფეისბუკგვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
26 სექტემბერი, 2025 , 12:32
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი
24 სექტემბერი, 2025 , 13:06
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
23 სექტემბერი, 2025 , 18:29
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17