უკან
საზოგადოება
17 თებერვალი, 2019 17:28
16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი , შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონებიდან.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდი 29 იანვარს ფოთში მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.