უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 12:15
font-size

166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოკუპირებულ ყირიმში „არტეკის“ ბანაკში მიემგზავრებიან

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ოკუპირებულ ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა.

ამის შესახებ Sputnik-Georgia წერს.

„დავიწყეთ ბანაკისთვის მზადება. სხვადასხვა ვიდეო გადავიღეთ, შემდეგ სლაიდი გავაკეთეთ თემაზე „რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთი და რა როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში“. მერე ტესტირება გავიარეთ, რომელიც პუშკინის ინსტიტუტის მიერ არის შედგენილი. თავიდან, სკოლაში ბევრი მსურველი იყო, თუმცა თანდათან მათი რაოდენობა შემცირდა, და დავრჩით მხოლოდ ექვსნი. ბანაკი ძალიან მოგვწონს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სკოლაში ვსწავლობ, რუსულად საუბარი არ მიწევდა, და კომპლექსი მქონდა. ეხლა უკვე შევეჩვიე და შედარებით თავისუფლად ვსაუბრობ“,-თქვა „სპუტნიკთან“ საუბარში ლუკა ჯოლოხავამ.

მისი თქმით, რუსეთში 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ამიტომაც დათანხმდა ბანაკში გამგზავრებაზე, რომ რუსული ენის ცოდნა აიმაღლოს.

სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს.

ღონისძიებაში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, 20 პედაგოგი და 170 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი