უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივლისი, 2017 17:55
font-size

2-28 სექტემბერს თბილისში საჭადრაკო მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება

27 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - აკაკი ლოდიამ, თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჭადრაკო მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად ტურნირში მონაწილეობს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - მაგნუს კარლსენი, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ასპარეზობაში თბილისში 2 – 28 სექტემბერს ჩაერთვება.2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარი ღონისძიება - საჭადრაკო მსოფლიო თასი თბილისში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკეს მოუყრის თავს. ტურნირში სრულად მონაწილეობს ფიდეს რეიტინგ-ლისტის TOP თხუთმეტივე მოჭადრაკე.

საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:

• ბაადურ ჯობავა
• მიხეილ მჭედლიშვილი
• ლევან ფანცულაია
• ნანა ძაგნიძე

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება „Check in Georgia Sport“-ის ფარგლებში.

საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრებები იღებენ მონაწილეობას და რომელიც 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.

ორგანიზატორები:
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
თბილისის მერია;
2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი“.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი