უკან

კონფლიქტის ზონა

7 აგვისტო, 2025 12:45
font-size

2008 წლის ომის შედეგებს მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა - სახალხო დამცველი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხაებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

„1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 299,172 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2025 წლამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 594 პირი, მათგან 2 024 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 570 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2025 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს ცხრა მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ოთხი მოქალაქე.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართებია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის წარმოებას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივებისა და მიდგომების წახალისებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია - სუს-ი

10 სექტემბერი, 2025 , 18:16

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, კორაშვილი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

9 სექტემბერი, 2025 , 17:25

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი

2 ივლისი, 2025 , 19:36

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

18 ივნისი, 2025 , 15:11

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს. „გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაშ

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს

17 ივნისი, 2025 , 17:57

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს. ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო მოხდა დაკავებ

ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ - დავით ქაცარავა

17 ივნისი, 2025 , 17:16

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ამ წუთებში, ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ.  ქაცარავას თქმით, ადგილზე არცერთი პოლიციელი არ იმყოფება. „მალე ჩორჩანას