უკან

კონფლიქტის ზონა

17 ივნისი, 2025 17:57
font-size

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს. ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო მოხდა დაკავება, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მამა ვისარიონმა განაცხადა, რომ პიმენი “გალის რაიონის მოსახლეობას ნაციონალისტურ იდეებს უნერგავდა“. ცნობილია, რომ გალის რაიონში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ.

მამა ვისარიონის თქმით, მამა პიმენი მსახურებას აფხაზეთის ეპარქიის კურთხევის გარეშე აწარმოებდა, რაც დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ რომან ქარდავა თავად გალის რაიონში ცხოვრობს, ვისარიონის შეფასებით, ეს მას უფლებას არ აძლევს, ეკლესიური მსახურება უნებართვოდ განახორციელოს.

ოფიციალურად აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფება, თუმცა ფაქტობრივად, 1992-93 წლების ომის შემდეგ, საქართველოს ეკლესიას რეგიონში გავლენა არ გააჩნია.

ამჟამად აფხაზეთში ორი არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს: აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მამა ვისარიონი ხელმძღვანელობს, და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია არქიმანდრიტ დოროფეს მეთაურობით. ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს ედავება, როგორ და ვისი მეშვეობით უნდა მოხდეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება — ვისარიონი რუსული ეკლესიის ხაზით ხედავს ამ გზას, დოროფე კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლით.

გალის რაიონში არსებული ეკლესიები, სადაც მამა პიმენი მსახურობდა, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება. ქარდავას წინააღმდეგ წარსულშიც მიღებულა გადაწყვეტილებები: 2008 წელს მას გალის რაიონში მსახურების უფლება ჩამოართვეს და აფხაზეთიდან გააძევეს. მიმდინარე მოვლენები მაშინდელი ისტორიის კიდევ უფრო დრამატულ განვითარებად ფასდება.

წყარო

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია - სუს-ი

10 სექტემბერი, 2025 , 18:16

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, კორაშვილი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

9 სექტემბერი, 2025 , 17:25

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მა

2008 წლის ომის შედეგებს მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა - სახალხო დამცველი

7 აგვისტო, 2025 , 12:45

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი

2 ივლისი, 2025 , 19:36

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

18 ივნისი, 2025 , 15:11

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს. „გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაშ

ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ - დავით ქაცარავა

17 ივნისი, 2025 , 17:16

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ამ წუთებში, ოკუპანტები სოფელ ღოღეთის მიმდებარედ ტერიტორიას ღობავენ.  ქაცარავას თქმით, ადგილზე არცერთი პოლიციელი არ იმყოფება. „მალე ჩორჩანას