უკან
საზოგადოება
21 მაისი, 2018 14:20
2017 წელს უმუშევრობა 0.1 %-ით შემცირდა და 13.9 %-ს შეადგენს - საქსტატი
ბოლო 13 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩავიდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს უმუშევრობა 0.1 %-ით შემცირდა და 13.9 %-ს შეადგენს.
უმუშევრობის კლება 2009 წლის შემდეგ ფიქსირდება.
საქსტატმა უმუშევრობის სტატისტიკის გამოკვლევაში ცვლილება შეიტანა, შესაბამისად, გადაიხედა წინა წლების სტატისტიკური მაჩვენებლები.