უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2017 13:00
font-size

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 88 მილიონ ლარამდეა გაზრდილი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში, დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების სამარშრუტო ქსელის დახვეწა-გაფართოება, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მომავალ წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა შემუშავდება, რომელზე დაყრდნობითაც, ქალაქის ხელისუფლება სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას შეძლებს.

„2018 წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყება, რომელზე დაყრდნობითაც თავიდან უნდა ავიცილოთ სატრანსპორტო კოლაფსი და შევძლოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში, დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების სამარშრუტო ქსელის დახვეწა-გაფართოებაც. რაც შეეხება კონკრეტულად ავტობუსების პარკის განახლებას, მერია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და კონკრეტული შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, - განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პროგრამების წადგენისას საკრებულოს წევრმა ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 88 მლნ ლარამდეა გაზრდილი თანხები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მისი თქმით, ამ სახსრებით იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სრულყოფა და მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები.

დავითულიანის ინფორმაციით, თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური, ახალგაზრდული ცენტრების შექმნა იგეგმება.

„თქვენ იცით, ჩვენი გუნდი წინასაარჩევნოდ აანონსებდა, რომ თბილისის ყველა რაიონში შეიქმნებოდა კულტურის, განათლებისა და სპორტის, მულტიფუნქციური, ახალგაზრდული ცენტრები. 2018 წელს გათვალისწინებულია 2 ასეთი ცენტრის მშენებლობა და სამის პროექტირება“, - განაცხადა დავითულიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი