უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2018 17:35
font-size

2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სავალდებულო ხდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით მკვიდრდება დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები. კერძოდ, ახალი ცვლილების საფუძველზე მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ მასმედიის წარმომადგენლებთან კვალიფიციური სანდო სერვისების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. იგი ჟურნალისტებს ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული კვალიფიციური შტამპისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სოსო გიორგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გამოყენებით იზრდება დოკუმენტების დაცულობის ხარისხი. სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე სიახლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სააგენტოს მიერ დაწყებული საინფორმაციო კამპანია დააანონსა და საინფორმაციო ვიდეორგოლი წარადგინა.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია, რათა პირველი ივლისიდან გაეგრძელებინა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდება. სააგენტო ანალოგიურ აუდიტს მომავალშიც გაივლის, რაც, თავის მხრივ, დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის გარანტიაა.

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

26 სექტემბერი, 2025 , 11:29

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმა

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს