უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
ეკონომიკა

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 72.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 74.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 815.5 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 18.6 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 144.1 მლნ აშშ დოლარით.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.5 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 31.2 მლრდ ლარი, რაც მშპ-ს 32.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.9 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 821.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 451.8 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 87.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.” – აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.8 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 37.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 39.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.8 მლრდ აშშ დოლარია, ანუ 18.4 მლრდ ლარი, რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია.
„2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 27.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, 2025 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 821.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საკვანძო სიტყვები:

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა
18 სექტემბერი, 2025 , 10:46
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა
15 სექტემბერი, 2025 , 12:00
საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
29 აგვისტო, 2025 , 11:31

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა
18 აგვისტო, 2025 , 11:40
საქართველოში ექვს თვეში ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 ივლისი, 2025 , 12:17

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
21 ივლისი, 2025 , 12:29