ეკონომიკა
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას – ჩინეთის კომერციის სამინისტროს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰან ჩანგტიანი.
„შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ასევე განხილულ იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანა. გაიზარდა არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ ხელი შეეწყო ინვესტიციებს, პოზიტიური ტენდენციებია ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და სხვა. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, პრეფერეციული რეჟიმით პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაყიდონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოეწერება ხელი.
საკვანძო სიტყვები:
მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 12:14
გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:20
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი
30 სექტემბერი, 2025 , 17:21
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა
15 სექტემბერი, 2025 , 12:00
საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
29 აგვისტო, 2025 , 11:31
2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა
18 აგვისტო, 2025 , 11:40

