უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ნოემბერი, 2025 12:14
font-size

მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობა და ინტერესია, უზრუნველყოს ენერგეტიკის დარგის ძალიან სწორი განვითარება, რადგან ეს გამორჩეულად პრიორიტეტული სექტორი ქმნის უდიდეს ღირებულებას, რომელიც გადის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან, თუ როგორ შეგვიძლია, ერთობლივი ძალისხმევით გავზარდოთ ინვესტიციები ენერგეტიკაში, გავზარდოთ შიდა გენერაცია, რომ, უპირველესად, უზრუნველყოფილი იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ეს არის მთავარი ღირებულება, რაც ჩვენმა ენერგოსექტორმა უნდა შექმნას. ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს, რომლებსაც მომდევნო პერიოდის განმავლობაში საჯაროდ გავაცნობთ საზოგადოებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკულ დერეფანში საქართველოს როლსა და ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობებს.

როგორც მინისტრმა თქვა, მინისტერიალზე, რომელსაც თბილისმა რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა, ოთხი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობები, ერთობლივი ძალისხმევით როგორ უნდა მოხდეს რეგიონების დაკავშირება ევროპის ბაზართან, მათ შორის, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თავის ღირებულებას შეიტანს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმა რეგიონში გააჟღერა ინიციატივა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით – სწორედ ეს არის ის ქართული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგია პირდაპირ ექსპორტზე გავა ევროპის ბაზარზე. ამ პროექტმა შექმნა ღირებულება, რითიც მოტივაცია, ინსპირაცია გაუჩინა რეგიონის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებს და, რეალურად, ახალ, უშუალოდ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ეს პროექტი იქნება ფუნდამენტი, რითიც საქართველო ელექტროენერგიის ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას კიდევ უფრო მეტად გაიღრმავებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან ძალიან მზარდია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისადმი ინტერესი.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწორი პროექტები, რადგან იყო არაერთი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე მხარეებმა, ფაქტობრივად, ხელოვნურად შეუშალეს ხელი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.

„ღიად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ხელისფლება არ დაუშვებს მცდელობასაც კი, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ გაბედოს და შეეცადოს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების არათუ ხელშეშლას, თუნდაც რეპუტაციული ზიანის მიყენებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:20

თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე „Georgia: Nexus for Investments“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებ

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი

30 სექტემბერი, 2025 , 17:21

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 72.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა

18 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქ

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა

15 სექტემბერი, 2025 , 12:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდი

საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 აგვისტო, 2025 , 11:31

2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავ

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა

18 აგვისტო, 2025 , 11:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6 პროცენ