ეკონომიკა
2025 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 234.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით გაიზარდა და 1 473.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 310.6 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 162.3 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 150.4 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 174.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 121.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 101.9 მლნ. აშშ დოლარით.
საკვანძო სიტყვები:
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09
„იგლ ჰილსის“ ქართული პროექტი რიგ ქვეყნებში ამ კომპანიის პროექტებისგან განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან - მარიამ ქვრივიშვილი
24 დეკემბერი, 2025 , 17:55
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მე-3 კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი
9 დეკემბერი, 2025 , 11:55


