უახლესი ამბები
- 27.11.2025 19:1930% ქეშბექი Gulf-ში და Extra.ge-ზე - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს Black Friday-ზე
- 27.11.2025 18:25გრძელდება “ოცნების” მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა-გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი - ტატა ხვედელიანი
- 27.11.2025 18:10საქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის
- 27.11.2025 17:12მიიტანე შეკვეთა უფასოდ - Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და საქართველოს ბანკისგან
- 27.11.2025 17:074 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება
- 27.11.2025 16:50ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე - ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
არქივი
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს, ფილიპ ტაბაროს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე.
შეხვედრა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმისა და ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მსხვილ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარების შედეგად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გახდება, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ზრდას აზიასა და ევროპას შორის. ასეთ პრიორიტეტულ პროექტებს შორის დასახელდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განახლების პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას რკინიგზის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების ინვესტიციებზე და მათი ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:20
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი
30 სექტემბერი, 2025 , 17:21
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა
18 სექტემბერი, 2025 , 10:46
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა
15 სექტემბერი, 2025 , 12:00
საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
29 აგვისტო, 2025 , 11:31
2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა
18 აგვისტო, 2025 , 11:40


