უკან

საზოგადოება

4 დეკემბერი, 2024 12:47
font-size

3 დეკემბერს კლინიკებში გადაიყვანეს 15 პირი, მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიის სამი წარმომადგენელი, შსს-ს ერთი თანამშრომელი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ჯანდაცვის სამინისტრო

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 15 ადამიანი, მათ შორის, აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალებების სამი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. 28 ნოემბრიდან თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში იმყოფებიან

4 დეკემბერი, 2024 , 17:55

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში არიან შესული. როგორც მანამდე ქრისტინე ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებელმა ილია ღლონტის სახლის ჩხრე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარი გახდა

4 დეკემბერი, 2024 , 17:02

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

4 დეკემბერი, 2024 , 13:19

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ც

ექიმის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული, 22 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

4 დეკემბერი, 2024 , 12:37

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებული, 22 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ სტაბილურია. ექიმის, ნინო ხარაიშვილის თქმით, იგი რეანიმაციაში აგ

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

3 დეკემბერი, 2024 , 13:02

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული   სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა

2 დეკემბერი, 2024 , 16:58

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ