უახლესი ამბები
- 04.12.2024 19:22დროა, ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - პრეზიდენტის მოწოდება პარტნიორებს
- 04.12.2024 17:55სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში იმყოფებიან
- 04.12.2024 17:42``ძლიერი საქართველოს`` ორი წევრი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
ექიმის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული, 22 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებული, 22 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ სტაბილურია.
ექიმის, ნინო ხარაიშვილის თქმით, იგი რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.
„22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა.
ცნობისთვის, 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
როგორც ის წერდა, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.