უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


300 სარჩელის მოგროვება რთული არაა, მეტი რატომ ვერ მოაგროვეს, მიკვირს - გია ვოლსკი კამპანიაზე „ეს შენ გეხება“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში ე.წ. მოსმენების კანონზე 300-მდე მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელის შეგროვების ფაქტს გამოეხმაურა.
ვოსლკის განცხადებით, ის ბევრად მეტ სარჩელს ელოდა.
„300 სარჩელის მოგროვება არ არის რთული, ცოტა მეტი რატომ არ მოაგროვეს, ის მიკვირს. მაგრამ, მე ვფიქრობ, პოზიცია, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აჟღერებენ, საფუძველმოკლებულია, იმიტომ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სხვაგვარია, სახელმწიფო სხვანაირად მოქმედებს, სახელმწიფომ გააკეთა უდიდესი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რომელიც არ გამორიცხავს მისი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს. ასე რომ, ეს არის ორი ერთი და იგივე თემა, რომელიც უკავშირდება პატარა საქართველოს დაცულობასა და მისი მოქალაქეების დაცულობას. სისტემა შეიქმნა და ამ სისტემას, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, გარკვეული ჯგუფები უპირისპირდება“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალმა არასამთავრობოებმა წარადგინეს ე.წ. ფარული მოსმენების წინააღმდეგ 283 მოქალაქის სარჩელი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
კამპანიის წარმომადგენელტა თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი არაკონსტიტუციურია, ხოლო სპეციალურად ამისთვის შექმნილ სააგენტოს ბევრად გაუადვილდება მოქალაქეთა სატელეფონო ან ინტერნეტკომუნიკაციაზე წვდომა.
„ეს შენ გეხებას“ წევრების განცხადებით, მათ უკვე შეუერთდა ომბუდსმენი. ისინი იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტიც.
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეგროვდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12