უახლესი ამბები
- 19.12.2024 13:43ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა, ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“ - ივანე ჩხაიძე
- 19.12.2024 13:02TBC და საქართველოს ბანკი აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ
- 19.12.2024 12:37თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას - კახა ოქრიაშვილი
- 19.12.2024 10:45წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
- 19.12.2024 10:16პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ - მამუკა ხაზარაძე
არქივი
პოლიტიკა
4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს
4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს - ეს მექანიზმი საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.
მისიას უნდა ჰქონდეს 2 მიზანი - შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის, ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში. დღეს ჩვენ დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს, ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველად 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე - შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.
წერილს თან ახლავს საია-ს რეპორტი, სადაც ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ივანიშვილმა ომი ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს. შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე იქნება ეუთო/ოდირის მეილებზე გაგზავნილი. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.