უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 დეკემბერი, 2024 12:51
font-size

ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაფიო განცხადება ალენ ბერსეს მხრიდან არის, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას - გიორგი ვაშაძე

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე წამების კომიტეტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაფიო განცხადება ალენ ბერსეს მხრიდან არის, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე, რომ არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს. ეს მორიგი სიყალბე, რომელიც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა. მესამე, რომ ძალიან კარგად იცის, მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. მეოთხე, ჩვენი ინფორმაციით, აუცილებლად ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა.

კიდევ ერთი საკითხი, კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის, ჩემზე თავდასხმის, რომელიც, მათი აზრითაც, სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა. ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი რეჟიმის მხრიდან. დაინტერესდნენ, ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არა თუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც თავდასხმა მოხდა კვლავ ჩემთან არის და არანაირი გამოძიება ამაზე არ მიდის. მთხოვეს ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალები იყოს გადაგზავნილი. სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე რაც საქართველოშია და ვფიქრობ მომავალ წელს ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც“, – აღნიშნა ვაშაძემ.

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს

19 დეკემბერი, 2024 , 12:04

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს - ეს მექანიზმი საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს. მისიას უნდა ჰქონდეს 2 მიზანი - შეის

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

18 დეკემბერი, 2024 , 18:23

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდ

გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები - რობინ ვაგენერი

18 დეკემბერი, 2024 , 18:03

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განც

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, მივმართავ საჯარო სექტორის მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს - გიორგი გახარია

18 დეკემბერი, 2024 , 16:20

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ყველანაირი საფუძვლის გარეშეც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს, ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ საჯარო მოხ

დისკუსია არის ერთადერთი გზა, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია, დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე

18 დეკემბერი, 2024 , 13:18

ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე

გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება - სალომე ზურაბიშვილი

18 დეკემბერი, 2024 , 12:51

,,მადლობა, რომ მომეცით საშუალება ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსთვის ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს საშუალება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში დღესდღეობით. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპა