უახლესი ამბები
- 08.05.2024 18:16არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი
- 08.05.2024 16:44ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია
- 08.05.2024 16:34ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი
- 08.05.2024 14:59არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება
- 08.05.2024 14:53საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი
არქივი
სამართალი
8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 63 წლის კაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 63 წლის კაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
5 წლიდან 3 წელსა და 4 თვეს მამაკაცი საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს, წელიწადი და რვა თვე კი, პირობით პატიმრობაში იქნება.
ბრალდებულის ადვოკატი, სოლომონ კოჩალიძე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მან მოითხოვა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. უფლებადამცველის შეფასებით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფრო მსუბუქი სასჯელის ფორმა უნდა შეეფარდოს.
იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა.
შემთხვევა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მოხდა. ბავშვი სოციალური სააგენტოს პროგრამაშიც იყო ჩართული, მასთან ფსიქოლოგებმა იმუშავეს.
კაცი, რომელსაც გარყვნილი ქმედების ჩადენაში სდებდნენ ბრალს, ამას დანაშაულად არ მიიჩნევდა და ბავშვთან შეხებას „მოფერებას“ უწოდებდა.