უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ივნისი, 2017 12:45
font-size

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ ქართულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

2017 წლის 1-ლ ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე − „მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,საქმე „მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2005 წლის 3 ნოემბერს ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაკავებისა და მისი შემდგომი პატიმრობის შედეგად მომჩივნის პრეტენზიებს ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის საფუძველზე.

2017 წლის პირველ ივნისს გამოტანილი განჩინებით ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტაცია და მომჩივნის ყველა პრეტენზია მიუღებლად გამოაცხადა.

რაც შეეხება საქმეს − „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ის ეხება წინა ხელისუფლების მიერ მომჩივნების − დავით მინდაძისა და ვალერიან ნემსიწვერიძის − მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის.

საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) − დარღვევა ეხება 2004 წლის 13 მაისს პოლიციელების მიერ მომჩივან მინდაძის წამებას (სასტიკი ცემა და ელექტროშოკის გამოყენება). მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო.

მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას.

მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა მომჩივან მინდაძისაგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით მოპოვებით; ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან.

სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28.000 ევროს გადახდა მინდაძის და 16.000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით; ასევე, 4.800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.’’ - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

26 სექტემბერი, 2025 , 12:32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,

კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი

24 სექტემბერი, 2025 , 13:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

23 სექტემბერი, 2025 , 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნ

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე