უკან
პოლიტიკა
13 ოქტომბერი, 2023 15:04
„ნაციონალური მოძრაობა` ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ - ალეკო ელისაშვილი
„ნაციონალური მოძრაობა" ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ. რაიმენაირი ფორმით კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდება, - ამის შესახებ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა, რაც არ იმალება და ღიად არის გამოსული. „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურ დასუსტებას ვუსურვებ, რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება - ეს ერთმანეთზე დამოკიდებული საკითხებია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.