უკან

კომენტარი

4 მარტი, 2017 14:55
font-size

ადვოკატი მამა გიორგის წერილს ასაჯაროვებს - მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სოციალურ ქსელში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით, პროკურორმა წყევლად შეაფასა.

,,ბევრი ვიფიქრე და მინდა მითხრათ თუ რისი თქმა მთხოვა მამა გიორგიმ გამოძიებისთვის, ხოლო პროკურორმა შემდგომ საჯაროდ სთქვა, რომ თურმე მამა გიორგიმ ის დაწყევლა. წაიკითხეთ!!!

ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლის წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი.

აწ და უკუნისამდე, ამინ!

P.S. ეს სიტყვები ჩემს მიერ წაკითხული იქნა და გადაღებული ამის ჩანაწერი აქვს გამოძიებას, მამა გიორგიმ მთხოვა წერილი მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან და მათ ეს აღესრულებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღასრულებს, სამწუხაროდ წერილის დაბრუნება მომიწია მამა გიორგისთვის რადგანც ციხის ადმინისტრაციამ მიუხედავად ჩემი დიდი ომისა წერილის გამოტანის საშუალება არ მომცა.

ის ამას აღასრულებს!’’ - წერს მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში.

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად