უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2016 13:55
font-size

აფხაზეთსა და ცხინვალში უსაფრთხეობისა და ჰუმანიტარული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა - გიორგი კვირიკაშვილი

ეთნიკურ ქართველებს პერიოდულად აკავებენ საოკუპაციო ძალები, გადაყავთ ციხეებში და ითხოვენ თანხის გადახდას, მაგრამ ვერაფერი შეცვლის საქართველოს მომავალს, რომელიც მოსახლეობამ აირჩია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა.

,,გამოწვევაა ის, რომ საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში აფხაზეთსა და ცხინვალში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ორივე რეგიონში სამხედრო ძალების კონცენტრირება გრძელდება. ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საოკუპაციო ხაზთანაც, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ეთნიკურ ქართველებთან მიმართებაში.

გუშინ კი, ვნახეთ ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ეთნიკურ ქართველებს პერიოდულად აკავებენ საოკუპაციო ძალები, გადაყავთ ციხეებში და ითხოვენ თანხის გადახდას, მაგრამ ვერაფერი შეცვლის საქართველოს მომავალს, რომელიც მოსახლეობამ აირჩია. გამოწვევების მიუხედავად სტრატეგიული მიზნისკენ კონსოლიდაცია ძლიერია’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ