უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2025 01:14
font-size

აგენტები ცდილობდნენ, შეექმნათ მძიმე ფონი ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

ე.წ. ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულ ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკაზე, მათი მეშვეობით ცდილობდნენ, შეექმნათ ნიჰილიზმი, ვინაიდან ცნობილია, რომ განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ მონაცემებზე, აგენტი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო და ასე ავნო შენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად აგენტურის მცდელობებისა, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი ყველა მიმართულებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2029 წლის ჩათვლით, საქართველო იქნება მსოფლიოში მე-2 ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

ჩამოიყვანეს კონკრეტული ადამიანები, ე.წ. ექსპერტები საზღვარგარეთიდან, სინამდვილეში არავითარი ექსპერტები ისინი არ იყვნენ, იყვნენ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თავის დროზე და მათი მეშვეობით ცდილობდნენ, შეექმნათ მძიმე ფონი, ნიჰილიზმის განწყობა დაემკვიდრებინათ ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, ესეც აჩვენებს, რამდენად მძიმეა აგენტის ხვედრი. ერთ-ერთი ასეთი ე.წ. ექსპერტის ციტატა იყო, პირდაპირ ამბობდა, ეს იყო იანვარში, რომ 3 თვეში ლარის კურსი იქნებოდა მინიმუმ 3.1, ინფლაცია კი, მინიმუმ 6 %, თუ 8 %, გვექნებოდა ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. აღარ მინდა, შორს წავიდე. ასეთი პროგნოზები გააკეთებინეს, თუმცა 3 თვეზე მეტი გავიდა უკვე. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ ზოგადად განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ და სხვა ტიპის მონაცემებზე. შესაძლოა, განწყობის შექმნის ხარჯზე შენ ხელოვნურად შეუწყო ხელი კურსის დევალვაციას, ან შეიძლება შეაფერხო ეკონომიკური ზრდა. ზოგადად, როდესაც განწყობა საზოგადოებაში არის მძიმე, ამ შემთხვევაში, ნაკლებია მოტივაცია, რომ შეიძინონ პროდუქტი, ეს აგდებს ეკონომიკურ აქტივობას და ა.შ. სწორედ, ამაზე იყო გამიზნული ასეთი განცხადებები, ე.წ. ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულად ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკაზე. აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი განცხადებები გააკეთო, ცდილობ, ავნო შენს ქვეყანას ნეგატიური განწყობის შექმნით. მათი ე.წ. პროგნოზები არ შესრულდა, ლარის კურსი არის არა 3.1-ზე მეტი, არამედ 2.75-ის ფარგლებში, მადლობა ეროვნულ ბანკს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გასწია ამ ყველაფრისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული რეზერვები დავაგროვეთ ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში. მანამდე გვიწევდა რეზერვების გაყიდვა, გასული წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, წელს კი პირიქით, დავიწყეთ რეზერვების დაგროვება და მადლობა ამისათვის ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მათი ე.წ. პროგნოზი იყო მინუსი, ეს იყო ჩვეულებრივი დაკვეთა და ჩვენ, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე, 3 %-ის ფარგლებში გვაქვს ინფლაცია, რაც ოპტიმალური მაჩვენებელია, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის, თუ ეს აგენტურა რა განწყობის დათესვას ცდილობდა და საით ცდილობდა ეკონომიკური ტენდენციების წაყვანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ხალხის ინტერესი. ეს ყველაფერი პირდაპირ ხალხზე აისახება, ეს ხომ არ არის ის, რომ შეიძლება მარტო ხელისუფლება, ან ხელისუფლებაში ვიღაც შეასუსტოს. როდესაც ნელდება ეკონომიკური ზრდა, ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მართლა აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი რაღაც გააკეთო და სცადო. თუმცა ეს არის აგენტის ხვედრი და თუ ხარ აგენტი, ნებისმიერ დავალებაზე ხარ იძულებული, რომ ხელი მოაწერო, ზუსტად ეს ხდება ამ კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. გაგრძელდება ზრუნვა ეკონომიკურ განვითარებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ 9 000 აშშ დოლარს ცოტათი აღემატება ჩვენი მშპ, ჩვენი ეკონომიკა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებელს, რაც არის ევროპაში, თუმცა ის ტენდენციები, რაც გვაქვს, გვაძლევს სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს და არის ასევე სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2029 წლის ჩათვლით, ჩვენ ვიქნებით მე-2 ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ანუ, იმდენად კარგია ტენდენცია, რომ ამ ტენდენციიდან გამომდინარე და საერთო ეკონომიკური და ფისკალური მონაცემებიდან გამომდინარე, გვაქვს სავალუტო ფონდის მხრიდანაც ასეთი საინტერესო პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, სავალუტო ფონდის პროგნოზებსაც ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და ვფიქრობთ, რომ, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში სავალუტო ფონდის პროგნოზებს გადაჭარბებით შევასრულებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

4 თებერვალი, 2026 , 16:59

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა. საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი