კომენტარი
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება - გია ვოლსკი
ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა, შემდეგ აღარ, აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ რაღაც პერიოდი დადგა, როდესაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იმ ადგილას ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა, სადაც მუშაობდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„საქართველოში, მსოფლიოში პროცესები მიმდინარეობს და ჩვენმა ოპონენტებმა ამის პარალელური სამყარო შეიქმნეს – თავად აკეთებენ დასკვნებს, თავად ხსნიან, ნიშნავენ და ა.შ. თუ რაღაც პოზიციასთან დაკავშირებით, მათ ნათქვამს მოსაზრებები და პროცესები დაემთხვა, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათი ნათქვამიდან გამომდინარეობს და ასე არ არის. ოთარ ფარცხალაძე დანაშაულში მხილებულია, რაც ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ, რადგან მათ უნდათ, მუდმივად ისაუბრონ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა, ის არის ხიდი პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ა.შ. მათი არგუმენტები ერთი შეხედვით ნულდება. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
საკვანძო სიტყვები:
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13
ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო - შალვა კერესელიძე
8 იანვარი, 2026 , 12:19
ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა - კახა კალაძე
31 დეკემბერი, 2025 , 15:57
მთავარია, ბიძინას არ გადაურბინო გზაზე - მერაბ მეტრეველი
29 დეკემბერი, 2025 , 21:21
გამოძიებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სრული სურათი გაშიფრა, ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც, ართულებს ექსტრადიციის პროცესს - შალვა პაპუაშვილი
29 დეკემბერი, 2025 , 12:57


