უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 დეკემბერი, 2025 21:21
font-size

მთავარია, ბიძინას არ გადაურბინო გზაზე - მერაბ მეტრეველი

ვინმეს გჯერათ, რომ ამდენი „საგმირო საქმე“ ფარცხალაძეს ასე შერჩებოდა, მისი მფარველი პირადად იანიშვილი რომ არ ყოფილიყო? მთელი სისტემა მას ეფარებოდა, მაგრამ ფარცხალაძე ისე გაბლატავდა, რომ ბოლოს აგერ მოსკოვიდან თბილისში მკველოლობაც დაუკვეთა და როგორც ამბობენ პირადად ივანიშვილი გახვია შარში, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

„დეტალურად თუ გაყვები, ფარცხალაძის ისტორია თავიდან ბოლომდე აშიშვლებს ივანიშვილის მმართველობის კრიმინალურ ბუნებას.

როგორ დაიწყო ყველაფერი:

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა მთავარ პროკურორად ჯერ მისი თანაგუნდელი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი დანიშნა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ადვოკატი ხალხის დასაჭერად არ გამოდგებოდა და მოიყვანა წინა ხელისუფლების დროს გამოციდილება მიღებული ძალოვანი , ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც იმედები ბოლომდე გაუმართლა, რადგან უკან არაფერზე იხევდა, თუმცა მალევე გასკდა სკანდალი იმის შესახებ, რომ ფარცხალაძე ჯეელობაში გემრანიაში ბოტასის ქურდობაზე იყო ნასამართლები.

ივანიშვილს მისი გაშვება მოუწია, მაგრამ ვერ შეელია და ყველამ იცოდა, ის არაფორმალურად ისევ ხელმძღვანელბდა პროკურატურას, ისევ ალაგებდა საქმეებს. ივანიშვილის ხელდასმით, ის იმდენად ხელშეუხებელი გახდა, რომ უეცარ გამდიდრებას არც კი მალავადა, ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ იქცა ბოტსების ქურდი მილიონერად და ხელეისუფლებაში ამაზე ხმის ამოღებასაც ვერავინ ბედავდა.

მაგრამ ეს ფარცხალაძის საგმირო საქმეების დასაწყისი იყო მხოლოდ.

მალევე გავრცელდა ჩაანწერი, სადაც „ოცნების“ მთავრობის ყოფილი წევრი, სპორტის მინისტრი, გენიალური დავით ყიფიანის ვაჟი, ლევან ყიფიანი პირადად ყვებოდა, როგორ ჩაიყვანა იგი ფარცხალაძემ სარდაფში და დააკაჩავა. წარმოიდგინეთ, ყოფილმა პროკურორმა ყოფილი მინისტრი სარდაფში აკაჩავა და არც ამას მოყვა რაიმე რეაგირებაა. ესეც შერჩა ხახვიით.

ფარცხალაძე არც აქ გაჩერდა და მის მიმართ დასმული კითხვების გამო კამერების წინ ცემა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია. ფარცხალაძეს ეს საქმეც ხახვივით შერჩა. სასამრთლო ფორმალურად ჩატარდა.

მერე ფარცხალაძე მოსკოვში წავიდა. „ოცნების“ რიგითმა გამპრავებლებმა და შეთავსებით დეპუტატებმა ცოტა ამოსუნთქეს, იფიქრეს აქ მაინც აღარ ჩაიდენს არაფერსო, მაგრამ მალევე აშშ-მ ის დაასანქცირა, როგორც ადამიანი , რომელიც რუსეთის ფსბ-ს ეხმარებოდა. რადგან საერთაშორისო სანქციებიდან ფინანსურ სანქციებს შეერთებული ვიყავით, ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა ,რომ აღასრულებდა ამ სანქციებს.

და რა მოხდა? ამ განცხადებიდან მალევე გამოვარდა კობახიძე და ნათია თურნავას სულ თითი უქნია, ეროვნული ბანკი კონსტიტუციას არღვევს ამითო. თურნავა მალევე მოეგო გონს, მიხვდა, რომ ისეთ ვინმეს შეეხო, ვისაც არ უნდა შეხებოდა და ეგრევე უკან დაიხია. სპეციალურად ფარცხალაძის გამო წესი შეცვალა. არც მოქალაქეობა ჩამოართვეს მანამდე, სანამ მთელი ქონება შვილს არ გადაუფორმა, რომ სანქციებით არ დაზარალებულიყო.

ვინმეს გჯერათ, რომ ამდენი „საგმირო საქმე“ ფარცხალაძეს ასე შერჩებოდა, მისი მფარველი პირადად იანიშვილი რომ არ ყოფილიყო? მთელი სისტემა მას ეფარებოდა, მაგრამ ფარცხალაძე ისე გაბლატავდა, რომ ბოლოს აგერ მოსკოვიდან თბილისში მკველოლობაც დაუკვეთა და როგორც ამბობენ პირადად ივანიშვილი გახვია შარში.

რა მოხდა, ამაზე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ბევრი ვერსიაა: რომ ქურდები პირადად ბიძინას თხოვდნენ ჯანგველაძის მკვლელობაზე პასუხს და ა.შ. და ამიტომ მოუწია საქმის აღძვრა (დაჭერა მაინც არ ემუქრება, რუსეთშია), მაგრამ ერთი ფაქტია (და მას ვერავინ გაექცევა): ბიძინასთვის და ამ ხელისუფლებისთვის დანაშაულის ჩადენა პრობლემა რომ ყოფილიყო, აქამდე ცხრაჯერ უნდა დაეჭირათ ფარცხალაძე, მაგრამ მას ყველაფერი აპატიეს ამ მკვლელობამდე.

ფარცხალაძის ისტორია ერთ რამეს გვასწავლის: თუ ბიძინასთვის საჭირო კაცი ხარ, შეგიძლია მოიპარო, შეგიძლია საჯაროდ იძალადო, ცემო, მინისტრი აკაჩავო, იყო რუსეთის აგენტი, ამერიკა თუ დაგასანქცირებს მთელი სახლემწიფო აპარატი გადაგეფარება და შენს გამო კანონებს და წესებსაც კი შეცვლიან. მთავარია, ბიძინას არ გადაურბინო გზაზე.

აი, ასეთი სახელმწიფო აგვიშენა ივანიშვილმა. ქოცები კი ისევ სხვებს ეძახიან მტრებს,“ - წერს მეტრეველი.

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ

ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო - შალვა კერესელიძე

8 იანვარი, 2026 , 12:19

2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტი

ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა - კახა კალაძე

31 დეკემბერი, 2025 , 15:57

ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი დღეს ღამით იხილავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, გალაკონცერტი ერთი

აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება - გია ვოლსკი

29 დეკემბერი, 2025 , 17:40

ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა, შემდეგ აღარ, აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ რაღაც პერიოდი დადგა, როდესაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იმ ადგილას ფარცხალაძ

გამოძიებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სრული სურათი გაშიფრა, ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც, ართულებს ექსტრადიციის პროცესს - შალვა პაპუაშვილი

29 დეკემბერი, 2025 , 12:57

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში, დააკავონ, ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ აგოს პას