უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 სექტემბერი, 2025 18:28
font-size

“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს

რაც დრო გადის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფრო და უფრო მეტს მსჯელობენ. ბევრიც ამჩნევს, რომ ეს ინოვაცია ტექნოლოგიური სამყაროს საზღვრებს გასცდა და ბიზნესის დღის წესრიგში თავი დაიმკვიდრა. თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქმიანობაში, განსაკუთრებით კი — მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობაში.

ამაზე პასუხი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის Cluster Product Owner-მა ტატა მომცელიძემ უკვე გასცა. მან, პლატფორმა „ბიზნეს 360“-ის ფარგლებში, AI-ის გამოყენებაზე ორი ვორკშოპი გამართა. ღონისძიებებმა 4B-ის სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია — მონაწილეები სხვადასხვა სექტორებიდან, ცოცხალი დისკუსიებითა და შეკითხვებით ცდილობდნენ, გაეგოთ, როგორ შეიძლება გენერაციული მოდელები მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს.

რატომ იყო ვორკშოპი ასეთი მოთხოვნადი?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფორმაციის პრაქტიკული ფორმით მიწოდება იყო.

„ინტერნეტში AI-ზე უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ის ხშირად ფრაგმენტულია და ზედმეტად ტექნიკური. ბიზნესს კი კონკრეტული მაგალითები და მარტივი განმარტება სჭირდება — როგორ შეიძლება ეს ინსტრუმენტი მათ საქმეში გამოიყენონ“, — აღნიშნავს ტატა.

მიზანი — დავამსხვრიოთ მითები

ვორქშოპის მთავარი ამოცანა იყო, ეჩვენებინა ის, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დიდი ორგანიზაციების პრივილეგია არ არის. ტატას ხედვით, პირიქით, ყველაზე დიდ სარგებელს ის მცირე და საშუალო ბიზნესს მოუტანს.

„AI შეიძლება გახდეს თქვენი მაღალკვალიფიციური ასისტენტი ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, მარკეტინგში, IT-ში — იქ, სადაც მცირე ბიზნესს ცალკე სპეციალისტის დასაქირავებლად რესურსი არ აქვს.“

ოთხი ნაბიჯი AI-ის გასაგებად

ტატა მომცელიძის ვორქშოპი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი

  1. AI-ის განვითარების მოკლე ისტორია;
  2. სამი პოპულარული გენერაციული მოდელის — ChatGPT, Claude და Gemini — შედარება და პრაქტიკული დემო.
  3. პრომპტის (კითხვების სწორად ფორმულირების) ტექნიკები;
  4. AI-ისუსაფრთხო გამოყენების წესები და რისკების გაცნობიერება.

მონაწილეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად განსხვავდება ენობრივი მოდელების პასუხები სწორი და არასწორი დავალების შემთხვევაში და რატომ არ უნდა გააზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია მოდელებთან მუშაობისას.

სპიკერი აღნიშნავს, რომ ვორქშოპს ესწრებოდნენ როგორც AI-ის გამოცდილი მომხმარებლები, ისე ისინიც, ვინც ამ ტექნოლოგიას პირველად გაეცნო. მონაწილეები იყვნენ საბროკერო, მარკეტინგის, სამედიცინო, საცალო და IT სექტორებიდან. დისკუსიები მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ხოლო უკუკავშირი — განსაკუთრებულად პოზიტიური.

AI საქართველოს ბანკი ყოველდღიურობაში

როგორც მონაცემთა ანალიტიკის გუნდის წევრი, ტატა AI-ს თითქმის ყველა პროექტში იყენებს — რთული ტექნიკური დოკუმენტების გასაგებად, ინფორმაციის სწრაფად მოსაძებნად და სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.

„ბოლო პერიოდში ჩემს გუნდთან შემოსული პროექტების უმეტებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვასრულებთ, თუმცა გენერაციულ მოდელებს ძალიან ხშირად პირადი დავალებების შესრულებისთვისაც ვიყენებ. ახლა Google-ით ბევრად იშვიათად ვსარგებლობ — AI მოდელს ვაძლევ დავალებას და ის პოულობს, მიჯამებს და ფილტრავს საჭირო ინფორმაციას“, — ამბობს ტატა.

პრაქტიკული რჩევები

ტატა მომცელიძემ ვორკშოპის მონაწილეებს არაერთი რჩევა გაუზიარა. მათ შორის, ახალბედებს რეკომენდაცია მისცა, არ შეჩერდნენ მხოლოდ ChatGPT-ზე, სცადონ სხვა მოდელებიც, როგორებიცაა Claude, Gemini, Perplexity, Grok, ან ვიზუალური მოდელები:Midjourney და Sora.

„ყველა მოდელს თავისი უნიკალურობა აქვს, მთავარია, იპოვოთ ის, რაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამასთან, დაიწყეთ მარტივი დავალებებით და მოდელს ხშირად ესაუბრეთ. დროთა განმავლობაში ის უკეთესად მოერგება თქვენს საჭიროებებს და აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე დავალების თავიდან ახსნა“, — განმარტა სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° კი აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

ვორკშოპები პერიოდულად სხვადასხვა თემაზე იმართება, ხელოვნური ინტელექტის საკითხი კი საქართველოს ბანკისთვის, როგორც ინოვაციების მხარდამჭერი ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ვორქშოპის ჩატარების გამოცდილება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სფეროზე. იმედი მაქვს, რომ დამსწრეებმაც გაიზიარეს ყველა ის დადებითი ემოცია რაც მე ამ ორი დღის განმავლობაში მივიღე“, - დასძენს ტატა მომცელიძე.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

19 დეკემბერი, 2025 , 18:36

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს სთავაზობს. ბიზნეს 360-ის შეხვედრების ფარგლებში, 16 დეკემბერს, მოლაპარაკების მართვის ვორ

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები

19 დეკემბერი, 2025 , 17:59

საქართველოს ბანკის მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS ბარათის მფლობელებს წინასაახალწლო შეთავაზებები მოუმზადა. გაეცანით შეთავაზებებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა დ

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

19 დეკემბერი, 2025 , 17:19

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa ვაზისუბნის მამულში გამართული ახალი წლის ღონისძიების წარმდგენია.  ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

19 დეკემბერი, 2025 , 17:04

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - &bdqu

50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური

19 დეკემბერი, 2025 , 15:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“,  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

19 დეკემბერი, 2025 , 14:56

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არქიტ