უკან

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2025 17:04
font-size

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - „თანამშრომლების კეთილდღეობა“ - დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიგონ:

  • -რატომ არის თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელი და არა მხოლოდ სასურველი;
  • -როგორ მოქმედებს თანამშრომელთა მოტივაცია, ჩართულობა და კმაყოფილება ბიზნესის შედეგებზე;
  • -რა პრაქტიკული მიდგომები და ინსტრუმენტები ეხმარება ორგანიზაციებს თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში;
  • -როგორ ჩამოყალიბდეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, რომელიც პროდუქტიულობას ზრდის.

ბიზნესკურსს უძღვება მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა საკითხზე - მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა თუ ადამიანური რესურსების სფეროებში ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, პლატფორმა მუდმივად ახლდება და დღეს უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360˚-ის ნაწილია. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს საჭირო რესურსებს განვითარებისთვის: საგანმანათლებლო პროექტებს, კონსულტაციებს, კვლევებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ ინიციატივას.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

19 დეკემბერი, 2025 , 18:36

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს სთავაზობს. ბიზნეს 360-ის შეხვედრების ფარგლებში, 16 დეკემბერს, მოლაპარაკების მართვის ვორ

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები

19 დეკემბერი, 2025 , 17:59

საქართველოს ბანკის მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS ბარათის მფლობელებს წინასაახალწლო შეთავაზებები მოუმზადა. გაეცანით შეთავაზებებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა დ

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

19 დეკემბერი, 2025 , 17:19

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa ვაზისუბნის მამულში გამართული ახალი წლის ღონისძიების წარმდგენია.  ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით

50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური

19 დეკემბერი, 2025 , 15:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“,  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

19 დეკემბერი, 2025 , 14:56

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არქიტ

გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

19 დეკემბერი, 2025 , 12:01

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკური