უკან
კომენტარი
11 აპრილი, 2017 12:55
ახალ კონსტიტუციას საქართველოს კი არა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა ერქვას - რომან გოცირიძე
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ ახალი კონსტიტუციის პროექტს ეხმაურება.
,,ახალ კონსტიტუციას საქართველოს კი არა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კნსტიტუცია უნდა ერქვას.
მუხლი 5. სახელმწიფო ზრუნავს სოციალური თანასწორობის განმტკიცებაზეო.
რომ მოგადგებიან მთავრობაში ჯოხებით და გეტყვიან, ჩემს მეზობელს მერსედესი ჰავს, მე კი დანჯღრეული ჟიგულიო, ეს როგორაო, კონსტიტუციას არღვევ შე მართლა ანტიკონსტიტუციონალისტო შენაო, რა პასუხს გასცემ?
მოხვდება ვიღაცას ეს ჯოხები’’, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.