უკან
საზოგადოება
31 ოქტომბერი, 2018 12:10
ახალქალაქში „ძალა ერთობაშიას“ 4 ნაცემი აქტივისტიდან 3 თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობს
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ 2 აქტივისტი, გუშინ გვიან ღამით რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, ორივე მათგანი თბილისში, ტრამვატოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული.
„ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათგან სამს მკურნალობა თავდაპირველად ადგილზე უტარდებოდა, ხოლო ერთი მალევე თბილისში გადმოიყვანეს.
ამ დროისთვის თბილისის ტრამვატოლოგიურ კლინიკაში სამი დაშავებული მკურნალობს.