პოლიტიკა
ახლა გადავედით შექმნილ, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას და ამ დასკვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს ეხმიანება.
,, ნახეთ, რა ხდება - ვისმენთ ინფორმაციას, რომ ვენეციის კომისიისგან ქება-დიდება იქნება მოვლენილი და გვეტყვიან, რომ მადლობელი იყავით, ასეთი კონსტიტუციის პროექტი რომ დაიწერა საქართველოშიო. ამის მაგივრად ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი ძალიან მძაფრ კრიტიკას იღებს, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. კრიტიკას ვიღებთ მარტივ ჭეშმარიტებებზე, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის ნების ასახვას მმართველობის სტრუქტურებში და არ შეიძლება აქ მანიპულაცია ხმებით.
იწყება არა კრიტიკის განხილვა, არამედ უცებ ჩნდება მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და მთელი დღის განმავლობაში მედია საუბრობს არა იმ შინაარსზე, რაც არის დოკუმენტში, არამედ იმაზე, საიდან გაჟონა ინფორმაციამ.
ეს არის შეჯამება ბოლო 6 თვის. რას ვარკვევდით ბოლო 6 თვის განმავლობაში? რაზე მოგვცა შეჯამება ვენეციის კომისიამ? რომ თურმე დემოკრატია ნიშნავს, რომ როცა ამომრჩეველი ხმას მისცემს, ის ადამიანი პროპორციულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და სხვამ არ ჩაიდოს ჯიბეში ამ ადამიანის ხმა - ამას ვარკვევდით მთელი ერი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
პარალელურად მიდის ბრალდებები. ვარკვევდით, რომ თურმე დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს ძალთა ბალანსს და ინსტიტუტების გაწონასწორებას. ამას ცივილიზებული, 21-ე საუკუნის ერი 6 თვის განმავლობაში ვარკვევდით.
ახლა გადავედით შექმნილ, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება ან ახლობლების ან მეგობრების დარიგება.
ადამიანებს, რომლებიც ასე უხამსად ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან მედიით, სჭირდებათ, ვიღაცამ უთხრას, რომ ეს საქართველოა და ურთიერთობების კულტურა არსებობს. მესმის, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, თანამდებობა არ მაძლევს იმის საშუალებას, სიტყვა წამიცდეს, მესმის, რომ პატივცემულები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარები და ა. შ. მაგრამ ხომ შეიძლება რჩევის მიცემა?! არ შეიძლება ჩვენ 6 თვე ვცხოვრობდეთ ამ რეჟიმში.
არავის მეილი, წერილი არ მიმიღია. გაერო-ს გენერალური მდივნის წერილები იკარგებოდა ხოლმე გზაში. ახლა თურმე მთავარია, რა მიქნია მეილისთვის. ტრაგიკომიკურია, იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ რეალურ თემებზე, ვსაუბრობთ ამაზე ", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში ,,რეაქცია.’’
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, წინასწარი დასკვნა მხოლოდ მას და გიორგი მარგველაშვილს ჰქონდათ და ინფორმაციამ მედიაში გაჟონა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

