უკან

საზოგადოება

10 ნოემბერი, 2016 13:40
font-size

ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი მერიას მოუწოდებენ, რომ სითი პარკთან ხელშეკრულება გაწყვიტოს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, მერიას მიმართავენ, რომ მან სითი პარკთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტოს და 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ჯარიმის თანხა განსაზღვროს.

როგორც ელისაშვილმა საკრებულოში ბრიფინგზე განაცხადა, მათ მერიისგან ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვეს იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი მიიღო მერიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სითი პარკის მომსახურებისგან, და რა შემოსავალი ჰქონდა კომპანიას ამავე პერიოდში.

„თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის კალკულაცია გაკეთებული. იქ წერია, რომ ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ მიიღო, 18 245 954 ლარი. კალკულაცია მარტივია 40/60%-ის პრინციპით, ხელშეკრულების მიხედვით დავიანგარიშეთ. ასეთი მონაცემია, რომ ორი წლის განმავლობაში სითი-პარკმა ამოიღო 62 მილიონი ლარი. აქედან 18 მილიონი გადაუხადა მერიას, 43 მილიონი, თითქმის 44 მილიონი წაიღო სახლში, ისე რომ ამ ორი წლის განმავლობაში ერთი სადგომიც არ შეუქმნია“,-აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ სითი პარკს მერიასთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, კომპანია მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარს ამოიღებს.

„ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას, რომ გაწყვიტოს კონტრაქტი სითი პარკთან. 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ სითი პარკს უნდა გადავუხადოთ და გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ კომპანიასთან. პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი და მერია უნდა მართავდეს მას ერთი წლის მანძილზე. შემდეგ შეიძლება ეს ვადა ან გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს. შემოსული თანხა კი უნდა მოხმარდეს დედაქალაქის პარკირების ინფრასტუქტურის შექმნას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი