უახლესი ამბები
- 08.05.2024 18:16არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი
- 08.05.2024 16:44ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია
- 08.05.2024 16:34ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი
- 08.05.2024 14:59არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება
- 08.05.2024 14:53საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი
- 08.05.2024 12:43მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს: ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!” - პაატა მანჯგალაძე
- 08.05.2024 12:33„ქართულ ოცნებას“ ახლა სუს-იც უერთდება და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოსული ფულით კეთდება თურმე აქ გადატრიალება - თეონა აქუბარდია
- 08.05.2024 12:14ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება
- 08.05.2024 10:35სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი დაგმო - შალვა პაპუაშვილი
არქივი
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილს ბოდიშები თვითონ აქვს მოსახდელი - გია ვოლსკი
ოცნების“ წევრი გია ვოლსკი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მას საჯაროდ ბოდიში მოუხადოს.
გია ვოლსკის თქმით, ალეკო ელისაშვილი ბოლო პერიოდში ,,ქართული ოცნების“ გუნდისადმი უზნეო ბრალდებებით გამოირჩევა და მას ბოდიშები თავად აქვს მოსახდელი.
,,ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ანგაჟირებული, ხშირ შემთხვევაში უზნეო ბრალდებებით გამოიჩინა თავი ჩვენი გუნდის წევრების მიმართ და პოლიტიკური დაინტერესება ნამდვილად ეტყობა. აქედან გამომდინარე, ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ ააქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას იმ განცხადების გამო ითხოვს, რომელშიც კობახიძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილი 2012 წლამდე ისეთი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, როგორც დღესაა.
მარი ნამგალაძე