უახლესი ამბები
- 10.12.2019 21:56N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
- 10.12.2019 17:15კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
- 10.12.2019 16:05„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
- 10.12.2019 15:40პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
- 10.12.2019 15:40მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე
- 10.12.2019 15:40საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო
- 10.12.2019 15:102020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი
- 10.12.2019 15:10საჭიროა მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის , თუმცა შესაძლებელია - ირაკლი კოვზანაძე
- 10.12.2019 15:102020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება
- 10.12.2019 15:102020 წელს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან - ივანე მაჭავარიანი
არქივი
პოლიტიკა


ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენი მხარდაჭერა იზრდება - ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ერთობლივი განცხადების ტექსტზე შეთანხმდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
მედიანიუსი განცხადებას უცველელად გთავაზობთ.
„უპირველეს ყოვლისა, უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, მოქალაქეებს, რომლებიც, ზეწოლის, შანტაჟისა და ძალადობის მიუხედავად, მოვიდნენ არჩევნებზე და ნდობა გამოგვიცხადეს. ჩვენ ამას სამოქალაქო გმირობად მივიჩნევთ და, პირველ რიგში, სწორედ მათი თავდადება გვავალდებულებს, ბრძოლა გავაგრძელოთ.
ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, დემოკრატიული, მრავალპარტიული საქართველოსთვის, სადაც ყველაფერი არ იმართება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, სადაც დასავლური ფასეულობები, განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და თავისუფალი ეკონომიკა შეუქცევადად და მყარად დამკვიდრდება.
ამ ბრძოლისთვის უპირველეს ყოვლისა გვჭირდება პრინციპების გარშემო ერთიანობა, სიმშვიდე და ცივი გონებით გააზრება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ და საერთაშორისო ასპარეზზე.
ფაქტია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ბიძინა ივანიშვილმა ყველა აკრძალული მეთოდით და დაბალი მხარდაჭერით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალადობრივი გარემოს, საარჩევნო მანიპულაციების და მოსყიდვის პირობებში, მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტერორისტული აქტი განხორციელდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ ნახევარი მილიონამდე ხმა მიიღო და ფაქტობრივად, ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიად დარჩა.
შექმნილ ვითარებაში, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა შესულიყო საპარლამენტო დელეგაციით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და გაეგრძელებინა ბრძოლა მეორე ტურებში, რადგან ბიძინა ივანიშვილისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის უბრძოლველად ჩაბარება მართებული არ იქნებოდა.გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიისთვის ბუნებრივი კამათისა და დისკუსიის ფონზე იქნა მიღებული, ხმათა უმრავლესობით.
შიდაპარტიული დისკუსია გადაწყვეტილებათა მიღების განუყოფელი ნაწილია და სრული პატივისცემით ვეპყრობით პარტიის შიგნით გამოთქმულ ყველა პოზიციას. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობა პარტიის ღირებულებებისა და პრინციპების გარშემო და შესაბამისად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებათა მიღების იმ დემოკრატიული წესის შენარჩუნება და გაფრთხილება, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დამკვიდრდა. ერთიანობას სწორედ დემოკრატიული დისკუსია და აზრთა შეჯერება უზრუნველყოფს, დისკუსია პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მოხალისეებს შორის.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.
კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი. ჩვენი პარტიის კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის ვინც აღიარებს ჩვენს ღირებულებებს, პატივს სცემს პარტიის წესებს და შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმებს.
ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ ჩვენი მიზანია იმ ზომის მხარდაჭერის კონსოლიდირება, რომ ივანიშვილი აკრძალულმა მეთოდებმაც ვერ გადაარჩინოს მომავალ საარჩევნო მარცხს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ამ რწმენის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოეპოვებინა. მაგრამ მომავალი გამარჯვების მთავარი საყრდენი, ბუნებრივია ის ნახევარი მილიონი პრინციპული მოქალაქეა, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია
10 დეკემბერი, 2019 , 16:25

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია
10 დეკემბერი, 2019 , 14:20
ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
10 დეკემბერი, 2019 , 14:20
მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან - ანდრიუს კუბილიუსი
10 დეკემბერი, 2019 , 14:20

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
9 დეკემბერი, 2019 , 17:05