უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


ამ კონფლიქტის შედეგად, ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს - ქეთევან ციხელაშვილი
აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ეს ტკივილი ყველას ერთნაირად სტკივა. დღეს მავთულხლართების აქეთ თუ იქით არიან დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ამ კონფლიქტის შედეგად, ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა, მჯეროდეს, რომ ამის გაცნობიერება ფართოდ ხდება დღეს მავთულხლართებს იქითაც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რადგან ამ წარსულს ვერ შევცვლით და ეს მომავალი არის მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს მზაობა დიალოგის, ურთიერთობის, არაერთხელ გაცხადებული.
დღეს პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს ღირსებას შესწირეს თავი. სულ ვეუბნები შავოსან დედებს, რომ ეს ტკივილი, რომელიც არის უმძიმესი და ისინი კლდესავით უძლებენ, ყველასია, მაგრამ მათ აქვთ საამაყო, რომ გმირები გაზარდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა გმირთა მემორიალთან.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42