უკან

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2017 16:15
font-size

ამ მარაზმს საქართველოში ჰქვია ღია, გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები -ირმა ინაშვილი (ვიდეო)

არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა სამარცხვინოდ და სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლებისთვის არჩევების გაყალბება იქცა წესად, - განაცხადა ,,საქართველოს პატრიოტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

,,დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური. ეს არჩევნები კვლავ აღსავსე იყო საოცრებებითა და გაუგებრობებით. ათობით უბანზე, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებმა და კომისიის წევრებმა ხმა მოგვცეს, რატომღაც, ნული ხმა ავიღეთ და ეს გასაოცარია. არის უბნები, სადაც ჩვენმა მაჟორიტარმა, თურმე, საკუთარ თავს კი არა, კონკურენტ კანდიდატს, ანუ მეტოქეს მისცა ხმა. სიის პირველმა ნომერმა კი, თავისი პარტია კი არ შემოხაზა, არამედ სხვისი პარტია. ეს უკვე გასაოცარიცაა და გაუგებარიც.

გამოიკვეთა სრულიად ახალი ტენდენცია. პარტია უფრო მეტ ხმას იღებს, ვიდრე მისი მაჟორიტარები. მათ შორის, მეც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას ჰქვია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მე, რატომღაც, ორჯერ ნაკლები ხმა ავიღე, ვიდრე პარტიამ. ეს გასაოცარია, მაგრამ გაუგებარი არაა. ამით ხელისუფლებამ გვითხრა, რომ 2020 წელს ჩვენი პარტიისა და სხვა პარტიების წევრებიც უკვე მასობრივად ხმას მისცემენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს. არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენი სიის პირველმა ათეულმა სრულად ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ და არა საკუთარ თავს.

კვლავ შეგახსენებთ, რომ ამ ორ თვეში ჩვენს საპროტესტო აქციებში 5-ჯერ მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას ერთად შეუკრებია, მაგრამ, რატომღაც, გაგვისწრეს კანდიდატებმა, რომლებიც მათ მიერ მოხმობილ აქციაზე, ერთად 5000 კაცსაც კი ვერ შეკრებენ.

შეგახსენებთ, ასევე, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სარეგისტრაციო მაგიდებთან მასობრივად იდგნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რევიზორები, რომლებიც ფაქტობრივად ამომრჩევლის კონტროლისა და ამომრჩეველზე ზეწოლის იარაღს წარმოადგენდნენ. აი, ამან უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც გააოცა.

ამ მარაზმს საქართველოში ჰქვია ღია, გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

გაყალბდა, თუ არა არჩევნები? არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა სამარცხვინოდ და სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლებისთვის არჩევების გაყალბება იქცა წესად. უნდა გავითავისოთ, რომ თუ ახლა არ ვიბრძოლებთ, აუცილებლად გაყალბდება საპრეზიდენტო არჩევნებიც და აუცილებლად გაყალბდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც“, - განაცხადა ინაშვილმა.

,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზევე აქცია დაანონსა.

,,ამიტომ, რა უნდა ვქნათ ჩვენ? - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ! ცხადია, ჩვენ გავასაჩივრებთ ყველა შემაჯამებელ ოქმს, ყველა ოლქში. ჩვენ ასევე, ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების გზით. ჩვენ გავზრდით შიმშლობის და მჯდომარე აქციის მასშტაბს და გავზრდით საპროტესტო ტალღას.

მოვუწოდებ ყველას: შემოგვიერთდით 29 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „ივერიასთან“. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივაღწევთ, რომ პირველი - ვამხილოთ ბოკერიასთან გარიგებული კვირიკაშვილის მთავრობა, ვამხილოთ, ეს შეთქმულება და მეორე - ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს შევქმნათ ფუნდამენტი, რომ ჩატარდეს თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის“ ყველა მოთხოვნა ერთიანდება ერთ მოთხოვნაში, რომელიც უკვე გამოიფინა პარლამენტის წინ - გადადგეს კვირიკაშვილის მთავრობა.

,,ამ მოთხოვნას არ მოვხსნით დღის წესრიგიდან და მეტიც, როგორც თქვენ გიყურებთ ახლა, ისე გეუბნებით, რომ კვირიკაშვილს გადავაყენებთ“, - მიმართა ინაშვილმა ჟურნალისტებს.

ნინო ექვთიმიშვილი


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა