უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს - ზაზა სარალიძე
ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გუშინ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე.
მისი თქმით, სუს-მა მისი "მოპარვა" სცადა.
"რა ვქნა, გავყვე?! ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს. ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად ან რა ვითარებაში სცადა სუს-მა მისი „მოპარვა“.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს.
„არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42