უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


ანა დოლიძე-ეროვნული ბანკის კანონპროექტზე: ჩვენ ვაზროვნებთ სახელმწიფოებრივად, ჩვენ არ გამოვეკიდებით
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ეორვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება ტექნიკური ხასიათის არის.
ამის შესახებ დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„გვქონდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთანაც, საქართველოს პარლამენტთანაც. ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელსაც, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ვაზროვნებთ სახელმწიფოებრივად, ჩვენ არ გამოვეკიდებით. ამ ცვლილებების მნიშვნელობა ტექნიკურია. რახან ჩვენ ვუყურებთ ამ შენობაში მიმდინარე პროცესებს სახელმწიფოებრივი სახედიდან, ჩვენ არ ჩამოვებღაუჭებით იმ უფლებამოსილებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურად მიგვაჩნია“,-აღნიშნა დოლიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი მოამზადა.
საკითხი ეხება პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების დასახელების უფლების შეზღუდვას.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტს შესაბამისი თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა, რადგან, მათი თქმით, „პრეზიდენტის შესაბამისი უფლებამოსილება არ მოდიოდა შესაბამისობაში კონსტიტუციასთან“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21