უკან
საზოგადოება
9 დეკემბერი, 2019 12:45
ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს.
დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო კი მოსახლეობა ვერ ახერხებს საჭირო მედიკამენტები შეიძინოს.
დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ახალდანიშნულ უფროსს, ირაკლი ლექვინაძეს ერთთვიან ვადას აძლევს, ხალხს აუხსნას, რამდენად სამართლიანია ბაზარზე არსებული ფასები.
„მოვითხოვთ, სააგენტომ სიღრმისეულად შეისწავლის ბაზრის მდგომარეობა და გვითხრას ამ სერიოზულ და საჭირბოროტო გამოწვევაზე თავისი პასუხი ერთ თვეში“, – აცხადებს დოლიძე.
მისი ინფორმაციით, 2013 წლიდან საქართველოში მედიკამენტები საშუალოდ 80 პროცენტით გაძვირდა.