პოლიტიკა


ანა დოლიძე ცდილობს, პოლიტიკური განცხადებით შეურაცხყოს კოლეგები - გიორგი მიქაუტაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას. დოლიძის მტკიცებით, „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
მიქაუტაძის შეფასებით, დოლიძე ცდილობს, კოლეგები შეურაცხყოს და საბჭოს მუშაობაში პოლიტიკა შეიტანოს.
„თავის დროზე ძალიან პროგრესული გადაწყვეტილება იყო მიღებული და საკმაოდ კარგი რეფორმა გატარდა, როდესაც პოლიტიკოსებისგან გათავისუფლდა იუსტიციის საბჭო და პარლამენტის წევრები გაიყვანეს საბჭოდან. დღეს არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭოში არამოსამართლე წევრები ინიშნებიან და ირჩევიან პარლამენტის მხრიდან. პრეზიდენტის დანიშნული წევრი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკური განცხადებით შეურაცხყოს კოლეგები. მთავარი კრიტერიუმია, რომ საბჭოს წევრი პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი. ნომერ პირველი მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად ძალიან აქტიური პირი საბჭოში და შედეგებიც სახეზეა“, -თქვა მიქაუტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21