პოლიტიკა
დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან, რომ მათ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლი შეინარჩუნონ - ანა დოლიძე
დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან, რომ მათ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება და კონტროლი შეინარჩუნონ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, სადაც დღეს იუსტიციის საბჭოს წევრები უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს გაესაუბრებიან.
ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ გასაუბრების ეტაპზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატები იგრძნობენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშე არიან ვალდებულები.
უვადო მოსამართლეობის თაობაზე განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 51 კანდიდატს აქვს შეტანილი. მათგან 17 კანდიდატი გასაუბრებას დღეს გაივლის.
”გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან და შესაბამისად, ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი სინდისის წინაშე. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის გაიმართება ბრძოლა მომავალი 3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

