კომენტარი


ანა ნაცვლიშვილი სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად შერჩეულ კანდიდატებზე: სისტემის მორჩილმა მოსამართლეებმა გადასვლა შეძლეს
საია-ს თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს კითხვები აქვს სამთავრობო საკონკურსო კომისიის მიერ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად შერჩეულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.
„კომისიის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებისთვის მესიჯია ის, რომ ნინო ბაქაქური, ვინც იყო იშვიათი მოსამართლე, რომელმაც 2008 წელს არსებული ვითარების გამო მოსამართლის მანტია გაიხადა და სააპელაციო სასამართლოდან წავიდა, ვერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში, ხოლო სისტემის მორჩილმა მოსამართლეებმა გადასვლა შეძლეს“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისათვის, სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან ხუთი კანდიდატი შეარჩია.
ჯამური ქულების მიხედვით, ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. მათ შორის ყველაზე მაღალი კი გერმანიაში საქართველოს მოქმედმა ელჩმა ლადო ჭანტურიამ დაიმსახურა.
ხუთკაციანი სია საქართველოს მთავრობას ივნისში გადაეგზავნება, საიდანაც მთავრობის წევრები შეარჩევენ სამ კანდიდატს, რომელთა დოკუმენტები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება. სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი ათწლიანი ვადით შეირჩევა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანამდებობა უკვე რამდენიმე თვეა, ვაკანტურია. კანდიდატების შესარჩევად თავდაპირველად ქართულმა მხარემ კონკურსი გასულ წელს ჩაატარა და სამი კანდიდატი წარადგინა სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა გიორგი ბადაშვილის, ევა გოცირიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არცერთი დამტკიცდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56