კომენტარი
ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერი „ნაცებიც“ და არჩევნებში მონაწილე „ნაცებიც“. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ირაკლი კუპრაძის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მაჭარაშვილის განმარტებით, ის, რაც ალეკო ელისაშვილმა თქვა და შემდეგ ირაკლი კუპრაძემ დაამატა, ფანტაზიებსაც აღემატება.
„მერიებში მომუშავე ადამიანებს ეუბნებიან – მერად ამირჩიეთ და გაფიცვის საშუალებას მოგცემთო, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას შეჰპირდნენ, კალაძე თუ ერთ სკვერს გააკეთებს, მე ორს გავაკეთებო. ამბობენ, ყველაფერს გავაჩერებთო. ეს ხალხი ამბობს, ჩვენ არამც თუ უკეთესად გავაკეთებთ ინფრასტურქტურულ პროექტებს, არამედ საერთოდ გავაჩერებთ იმას, რაც არისო. ელისაშვილს წამოსცდა კიდეც, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო. ფანტაზიებში არიან. შეუძლიათ, კუპრაძე მერად სიზმარში ნახონ და რომ გაიღვიძებენ, მერად არჩეული კალაძე დახვდებათ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

