უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივლისი, 2017 13:45
font-size

ანაფორაში გადაცმული ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, შესაძლოა, სასულიერო პირები არ იყვნენ

საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ანაფორაში შემოსილი ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, სულაც არ იყვნენ სასულიერო პირები. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა IPN-ს განუცხადა.

ბოტკოველმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, რომელიმე მათგანს მღვდელმოქმედება ჰქონდეს შეჩერებული. მისი თქმით, ამ ადამიანებს საპატრიარქოსთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ.

მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოება იყოს ინფორმირებულები, ვინ არიან ის ადამიანები და რამ აიძულა ამ ფორმით დახმარების მოთხოვნა.

„ეს პრობლემა ახალი არ არის და რამდენიმე წელია ჩვენთვისაც უდიდეს პრობლემად გადაიქცა ის, რომ მღვდლობაშეჩერებული სასულიერო პირები, ზოგ შემთხვევაში არასასულიერო პირები (შესაფერისი შესამოსელით) ითხოვენ მოწყალებას. ჩვენ თავის დროზე მივმართეთ სახელმწიფოსაც, რომ, იქნებ, სახელმწიფომ იზრუნოს ამ ადამიანებზე, გამოიკვლიონ მეტროსადგურებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რატომ დგანან ეს ადამინები და რატომ ითხოვენ დახმარებას? თუ ნამდვილად სასულიერო პირია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნამდვილად სასულიერო პირია და მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ. მაგრამ შესაძლოა, ადამიანი არსად არ მსახურობდეს და აქედან გამომდინარე, მას შეჩერებული ჰქონდეს მღვდელმოქმედება. იგი ასე ცდილობს, იშოვოს სარჩო თავის გადასარჩენად. სხვაგვარად რომელიმე ეკლესიაში იქნებოდა დასაქმებული.

დღეს სასულიერო პირები მრევლის შემოწირულობებით ცხოვრობენ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები გადაცმულები არიან. არცხვენენ ეკლესიას და თვითონაც ასეთ მდგომარეობაში იყენებენ თავს. მე მსმენია, რომ ისინი ყვებიან ძალიან ტრაგიკულ ისტორიებს, რაში სჭირდებათ ეს ფული. ეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს, იმას, რომ სასულიერო ფორმაში ჩაცმული პირი უნდა იდგეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და ითხოვდეს მოწყალებას. ეს ადამიანები არანაირად არ ურთიერთობენ საპატრიარქოსთან. შესაძლოა, რომელიმე მათგანი სასულიერო პირი იყო, ახლა რაიმე პრობლემა აქვს, მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს. თუ მოქალაქეს უნდა მოწყალების გაღება, ჩვენ ხომ ვერ დავუშლით მოწყალების გაღებას, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ითხოვენ დახმარებას ასეთი ფორმით. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმრავლესი მათგანი არასასულიერო პირია“, - განაცხადა ბოტკოველმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი