უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
მსოფლიო
ანგელა მერკელი 18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავის რეზიდენციაში, მეზებერგში შეხვდება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები ისაუბრებენ სირიის კონფლიქტზე, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, ილაპარაკებენ. უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის პერსპექტივაზე გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის ამოქმედების შემდეგ.
ანგელა მერკელი აგვისტოს მეორე ნახევარში კავკასიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს. სომხური მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი 23 აგვისტოს თბილისს, 24-ში ერევანს, ხოლო 25-ში ბაქოს ეწვევა.
მერკელის ვიზიტს ადასტურებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თუმცა თარიღს არ აკონკრეტებენ.
გერმანიის კანცლერი ბოლოს საქართველოში 10 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა.
მაშინაც, საქართველოში ჩამოსვლამდე იგი საოჭში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გამართა.
მერკელმა აგვისტოს ომის რუსული ვერსია მოისმინა და შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.