უკან
მსოფლიო
14 მარტი, 2018 16:30
ანგელა მერკელი მეოთხედ აირჩიეს გერმანიის კანცლერად
ბუნდესტაგის დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს. 692 ხმიდან მან 364 მიიღო, 315-მა დეპუტატმა მერკელის წინაარმდეგ მისცა ხმა, ხოლო 9 დეპუტატმა თავი შეიკავა.
დღესვე, ბელვიუს სასახლეში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სპეციალურ ცერემონიაზე ოფიციალურად გამოაცხადებს მერკელის ხელახალი დანიშვნის შესახებ.
დღესვე გაიმრთება მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა.
პირველად მერკელი კანცლერი გახდა 2005 წლის ნოემბერში.
მერკელის არჩევით აღარანაირი წინაღობა აღარ დგას ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები გასული წლის 24 სექტემბერს გაიმართა, შეთანხმებას კოალიციურ მთავრობაზე მხოლოდ 12 მარტს მიაღწიეს.