უკან
ანონსები
26 თებერვალი, 2026 09:02
ანონსი - 26 თებერვალი
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ირაკლი ბერიძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, "ძლიერი საქართველო-ლელოს" აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: "ქართული ოცნების" როლი ყულევის ჯერ კიდევ ამოქმედებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასა და საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტში".
15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.




