უკან

ანონსები

5 მარტი, 2026 08:51
font-size

ანონსი - 5 მარტი

10:00 საათზე, ,,მე-13-ე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცისტური ფიბროზის“ კონფერენციის ფარგლებში პრესკონფერენცია - ,,ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში" გაიმართება.

მის: თბილისი, ,,სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი", 26 მაისის მოედანი 1

საკონტაქტო: ოლეგ ქვლივიძე - 599391200

10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

13.00 საათზე, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „უცხოელებზე გასხვისებული ენერგოკომპანიების გამოსყიდვა-ნაციონალიზაცია“.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.5 - ლიზიკო ქავთარაძის ქ. 1. სადარბაზო 2. სართული 4

საკონტაქტო: 579 95 76 65

15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმზე ბრალდებული პოლიტიკოსების - ირაკლი ნადირაძის, ლაშა ბერიძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი