უკან

დღის კალენდარი

6 მარტი, 2026 09:00
font-size

დღის კალენდარი _ 6 მარტი

წლის 65-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 300 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ტიმოთე სიმბოლელისა (795); წმიდისა ევსტათი ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსისა (337); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გიორგი ამასტრიდელ ეპისკოპოსისა (802-811).

დაიბადნენ:

1475 _ მიქელანჯელო ბუონაროტი, იტალიელი მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორი. გარდაიცვალა 1564 წელს.

1619 _ სირანო დე ბერჟერაკი, ფრანგი პროზაიკოსი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1655 წელს.

1874 _ ნიკოლაი ბერდიაევი, რუსი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1948 წელს.

1889 _ ცაცა ამირეჯიბი, ცნობილი მსახიობი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1926 _ ანჯეი ვაიდა, პოლონელი კინორეჟისორი.

1929 _ იზოლდა შველიძე _ კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1937 _ ვალენტინა ტერეშკოვა, პირველი რუსი კოსმონავტი ქალი.

1941 _ ოთარ ჩუბინიშვილი, მუსიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1900 _ გოტლიბ დაიმლერი, გერმანელი ინჟინერი, ძრავების სპეციალისტი და მოტოციკლის გამომგონებელი.

1916 _ ვასილი სურიკოვი, რუსი ფერმწერი, ისტორიული ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

1993 _ ტადაო კასიო, კომპანია ჩასიო-ს დამფუძნებელი.

მოვლენები:

1899 _ ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა დააპატენტა ასპირინი.

1917 _ რუსეთის დროებითმა მთავრობამ გამოსცა მანიფესტი ფინეთის ავტონომიის შესახებ.

1953 _ სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ გარდაცვლილი იოსებ სტალინის ნაცვლად დაინიშნა გიორგი მალენკოვი.

1957 _ ბრიტანეთის კოლონიებიდან განა გახდა პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1989 _ ვენაში გაიმართა აშშ-ს, კანადისა და ევროპის 33 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი